ბიზნესი
11/02/2021

კლინიკებს ელექტროენერგიის ტარიფი არ დაუსუბსიდირდებათ

კლინიკებს ელექტროენერგიის ტარიფი არ დაუსუბსიდირდებათ.

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სუბსიდირება მხოლოდ საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში არსებული კლინიკების მომსახურების ტარიფებს შეეხება.

“ტარიფების დადგენასთან დაკავშირებით კლინიკები წარმატებულად მუშაობენ. მათ აქვთ ყოველდღიური შეხვედრები. სუბსიდია გათვალისწინებული იქნება მხოლოდ ტარიფში და ელექტროენერგიისა და კომუნალური ხარჯების სუბსიდირება არ განხორციელდება”,- აღნიშნა ტიკარაძემ.

ელექტროენერგიის კომერციული ტარიფის გაზრდის ფონზე, კლინიკები, გაზრდილი ტარიფის სუბსიდირებას ითხოვდნენ. ამვდროულად, მათი მოთხოვნა იყო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში არსებული ტარიფების გადახედვა და ინდექსაცია.

შეგახსენებთ,რომ სამედიცინო დაწესებულებებისთვის ელექტროენერგიის ხარჯის სუბსიდირებასთან დაკავშირებით რისკებს ხედავს ენერგოომბუდსმენიც. 

„კლინიკების უდიდესი უმრავლესობა კერძო სამართლის იურიდიულ პირია. შესაბამისად, ასეთი ტიპის გადაწყვეტილების მიღება სერიოზული რამ არის თავად ბიუჯეტისთვისაც. აქ საფინანსო-საბიუჯეტო მიმართულებით ძალიან ბევრი რისკია გასათვლელი“,- აღნიშნა ამ საკითხთან დაკავშირებით სალომე ვარდიაშვილმა.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
02

19/05/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
04

02/11/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
05

23/11/2021
ბიზნესი

სამკურნალო წყალი "ლუგელა" დეკემბრიდან საქართველოშიც გაიყიდება
06

08/09/2022