ხობში კომბინირებული საკვების უნარჩენო წარმოება იწყება
„საპარტნიორო ფონდის“ მხარდაჭერით, ხობში ფუნქციონირებას იწყებს კომბინირებული საკვების საწარმო, რომელიც პროდუქციას ცხოველის, ფრინველის, თევზისა და ლოკოკინისთვის გამოუშვებს.
საწარმო საქართველოს მცენარეული ზეთების კომპანია „ქარვას“ ერთ-ერთი პროექტია და 1 საათში 3,5 ტ კომბინირებული მზა საკვების აწარმოებს. აღსანიშნავია, რომ კომპანია „ქარვა“ პირველად საქართველოში, ექსკლუზიურად იწყებს ლოკოკინის საკვების წარმოებას. ამ დროისათვის უკვე გაფორმებულია მემორანდუმი კომპანია „ჯეოვეტთან“, რომლის დაკვეთით მოხდება პროდუქციის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე.
„საპარტნიორო ფონდი“ კიდევ ერთ საწარმოს ქმნის, ამჯერად სამეგრელოში, ხობში. ეს არის კომპანია „ქარვას“ განსხვავებული ინდუსტრიული ხაზი - კომბინირებული საკვების წარმოება ცხოველის, ფრინველის, თევზისა და ლოკონიკისთვისაც კი, რაზეც უკვე მზარდი მოთხოვნაა. წარმოების პროცესში ძირითადი პროდუქტი სიმინდის მარცვლის ის ნაწილია, რომელიც სიმინდის ზეთის წარმოებისას ნარჩენის სახით რჩება, რაც პროდუქციის თვითღირებულებას ამცირებს", - განაცხადა „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ.
საწარმოში 50 ადგილობრივი დასაქმდება.
წარმოება ხორციელდება პარტნიორების პირადი კაპიტალით, „საპარტნიორო ფონდის“, სოფლის განვითარების სააგენტოს, პროგრამა „აწარმოე საქართველოს“, ბანკი „ქართუსა“ და „ბაზისბანკის“ ჩართულობით.