ხობიდან 45 ტონა ლოკოკინა ექსპორტზე იტალიაში გავა
კომპანია "ნადი გრუპი" ხობის ფერმიდან იტალიაში 45 ტონა ლოკოკინას შემოდგომისთვის გაიტანს.
კომპანიამ ლოკოკინების ფერმა სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, 2017 წელს, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალ ხიბულაში ააშენა. ფერმა თანამედროვე სტანდარტებით არის აღჭურვილი.
პროექტში 1,86 მლნ ლარია ინვესტირებული, აქედან 1,26 მლნ ლარი ბენეფიციარმა შეღავათიანი აგროკრედიტით მიიღო. ფერმა წელიწადში, საშუალოდ, 50 ტონა ლოკოკინას აწარმოებს. საწარმოში, მუდმივად, 15 ადგილობრივია დასაქმებული.
"ბიოლოგიურად წარმოებული ლოკოკინა, ძირითადად საექსპორტო დანიშნულებისაა და ევროკავშირში გადის. ამ მიმართულებით სამინისტრომ აქტიურად იმუშავა. თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება ითვალისწინებს ვალდებულებას ფიტოსანიტარიულ და ვეტერინარულ ვალდებულებებს, რომელიც სახელმწიფომ დააკმაყოფილა და, დღეისათვის, მოლუსკისნაირები და ლოკოკინები ევროკავშირის ბაზარზე არის დაშვებული. ღირებულებაში, ფერმერებისთვის, ეს არის საკმაოდ საინტერესო მიმართულება - ჰექტარზე შემოსავალი რამდენიმე ათეულ ათას ევროს შეადგენს. ჩვენი პრიორიტეტია, სოფლის მეურნეობაში გვქონდეს აქცენტი მეტი ღირებულების მომტან მიმართულებებზე“, - განაცხადა მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ხუბულას ფერმის დათვალიერებისას.