ხის მასალა 15-20%-ით გაძვირდა – ROOM
კომპანია ROOM-ი მომხმარებლებს დეკორატიულ პროდუქციას, სანათებს თაროებს დ სხვა ნივთებს სთავაზობს, რომელიც ადგილობრივი ხის მასალისგან მზადდება.
„მასალა დაახლოებით 15–20%-ით გაძვირდა, თუმცა მომხმარებლების შეარჩუნებისა და გაყიდვების სტიმულირებისთვის, ვცდილობთ ფასი არ შევცვალოთ. პროდუქცია გათვლილია ყველა საფასო სეგმენტზე, გააჩნია დიზაინსა და მასალას. უნდა აღინიშნოს, რომ მოთხოვნა საკმაოდ დიდია და არის მომენტები, როდესაც დატვირთულობის გამო გვიჭირს შეკვეთის შესრულება,“ – აღნიშნავს კომპანიის დამფუძნებელი ალექსანდრე ჭუმბურიძე.
მისივე თქმით, დაგეგმილია პროდუქციის გაფართოება, ასევე კონკრეტული დეტალების შექმნა, რომლისგანაც მომხმარებელი თვითონ გააკეთებს მაგალითად ჩარჩოს ან სასურველ ნივთს.
„ამით ფინანსების დაზოგვის გარდა, დამატებით კომფორტს შევუქმნით დაინტერესებულ ადამიანს, თუმცა ჩვენ მთავარ ნიშას არ გავცდებით,“– ამბობს ალექსანდრე ჭუმბურიძე.