ბიზნესი
17/11/2022
KHIDI: ჯერ ისევ ვალდებულებების გასტუმრების ეტაპზე ვართ
საკლუბო ინდუსტრია თითქმის პანდემიამდელ მაჩვენებლებს დაუბრუნდა.
კლუბი KHIDI-ს წარმომადგენელი სოფო ებრალიძე “ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ აქტივობა მაღალია, თუმცა, კომპანია ჯერ ისევ პანდემიის შედეგად წარმოქმნილი ვალებულებების (ზარალის) გასტუმრების რეჟიმშია.
„პანდემიის წლებში საკმაოდ დიდი ფინანსური დანაკარგი გვქონდა,შესაბამისად, დღეს მოგებაზე არ ვართ და ვისტუმრებთ იმ ხარჯებს, რომელიც ყოველთვიურად გვაქვს,“-აცხადებს ებრალიძე.
კითხვაზე, მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, ხომ არ განიხილავს კლუბი KHIDI თბილისში ან რეგიონებში ახალი სივრცის დამატებას, ებრალიძე აცხადებს, რომ თბილისში ახალი სივრცის დამატების საჭიროება არ დგას.
შეგახსენებთ,კლუბ KHIDI-ს თბილისში 1 სივრცე აქვს.