ბიზნესი
10/12/2020

“კერძო ბაღებს სხვადასხვა მიმართულებით დავეხმარებით“ - ნათია თურნავა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით, ნათია თურნავა კერძო ბაღების წარმომადგენლებს, მათ ასოციაციებს შეხვდა და სექტორში პანდემიის გამო არსებული პრობლემები განიხილა.

„საინტერესო და ხანგრძლივი დისკუსია გვქონდა. ეს არის საკმაოდ დაზარალებული სფერო, რადგან ერთ-ერთი პირველი მოყვა შეზღუდვებში, რაც განპირობებული იყო ეპიდემიოლოგიური ვითარებით. მათ აქვთ ისეთი პრობლემები, რომელიც მსგავსია სხვა ბიზნესების პრობლემებთან - მათ შორის არის ბანკის სესხები და პროცენტების გადახდა, საიჯარო ქირის გადახდა და პრობლემები გადასახადებთან დაკავშირებით. ჩვენ  მზად ვართ, გვერდში ამოვუდგეთ მათ, ვიფიქროთ იმაზე, რომ ეს სექტორიც ჩავრთოთ „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის გარკვეულ მიმართულებებში და დავეხმაროთ ბანკებთან კომუნიკაციაში“ - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ნათია თურნავას შეფასებით, უმნიშვნელოვანესია, რომ ამ სფეროს წარმომადგენლები ოპტიმისტურად უყურებენ მომავალს და დიდი იმედი აქვთ, რომ როგორც კი მოწესრიგდება ეპიდვითარება, ექნებათ მუშაობის დაწყების საშუალება.

„ელოდებიან, პასუხისმგებლიანად უდგებიან ამ საკითხს და მზად არიან, კიდევ უფრო მეტად გაამკაცრონ უსაფრთხოების ზომები“ - განაცხადა მინისტრმა

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
03

19/05/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
05

25/03/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
06

15/06/2022