"კავკასუს ონლაინში" ახალი სპეცმმართველი ინიშნება
„კავკასუს ონლაინში“ სპეცმმართველი იცვლება. კომუნიკაციების კომისია ამ თემაზე მსჯელობას 15 აპრილის სხდომაზე გეგმავს.
ამ დროისათვის „კავკასუს ონლაინის“ მმართველი მარიამ სულაბერიძეა, რომელიც ამავე დროს არის კომპანია Open Net-ის ხელმძღვანელი.
"კავკასუს ონლაინში" სპეციალური მმართველი გასულ წელს დაინიშნა, მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა, რომ კომპანიის 49% კომუნიკაციების კომისიის თანხმობის გარეშე გასხვისდა. თუმცა იმ დრომდე, ვიდრე სულაბერიძე საქმიანობას შეუდგებოდა, აღმოჩნდა, რომ 2020 წლის აგვისტოში, კომპანიაში წილი 100%-მდე შეივსო Neqsol Holding-მა. ეს კომპანია აზერბაიჯანელ ბიზნესმენს ნასიბ ჰასანოვს ეკუთვნის.
„ნასიბ ჰასანოვმა რამდენიმე სასამართლო დავის პარალელურად „კავკასუს ონლაინის“ 51%-იც დარღვევით შეიძინა და დღეს 100%-ის უკანონო მფლობელია“, - მიიჩნევს კომუნიკაციების კომისია.