ბიზნესი
11/06/2020

კავკასუს ონლაინი VS კომისია - კომპანიის თანამფლობელი არბიტრაჟით იმუქრება

"კავკასუს ონლაინის" გარშემო ბოლო პერიოდში ხმაური არ წყდება. კომუნიკაციების კომისიამ კომპანია ჯერ კიდევ მარტში 270 ათასი ლარით დააჯარიმა. მიზეზი წილის უნებართვოდ გასხვისებაა.

“კავკასუს ონლაინის” 49%-იანი წილი აზერბაიჯანელმა ბიზნესმენმა, ნექსოლ ჰოლდინგის დამფუძნებელმა ნასიბ ჰასანოვმა იყიდა. თუმცა მესაკუთრეებმა წილის ცვლილების შესახებ კომისიას არ შეატყობინეს.

კანონმდებლობის მიხედვით კი სწორედ, კომისიის თანხმობა იყო საჭირო მესაკუთრეთა რიგებში მსგავსი მნიშვნელოვანი ცვლილებების განსახორციელებლად.

საბოლოოდ, „კავკასუს ონლაინი“ ჯარმის მაქსიმალური ზომით დაჯარიმდა. მისი ახალი თანამესაკუთრე კი ჯარიმის გაუქმებას ითხოვს და საერთაშორისო არბიტრაჟში წასვლით იმუქრება.

მესაკუთრეთა ცვლილებამდე, "კავკასუს ონლაინის" 100%-იანი წილის მფლობელი ბიზნესმენი ხვიჩა მაქაცარია იყო. მისი წილი ამჟამად 51%-ს შეადგენს.

Businesspartner