ბიზნესი
17/06/2020

ქართველი დიზაინერები ონლაინ შოურუმებში მიიღებენ მონაწილეობას

ქართველი დიზაინერების ონლაინ შოურუმებში მონაწილეობისა და ხელშეწყობის საკითხზე იმსჯელეს სასტუმრო „სტამბას“ ამფითეატრში გამართულ შეხვედრაზე.

შეხვედრა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებითა და ეკონომიკური კვლევის პოლიტიკის ცენტრის მხარდაჭერით გაიმართა.

ისაუბრეს ონლაინ შოურუმებში მონაწილეობის ხელშეწყობის მოდელზე, რაც პანდემიის დროს საერთაშორისო შოურუმების ეფექტურ ალტერნატივად განიხილება. ასევე გაიმართა სააგენტოს მიერ შემუშავებული დიზაინერების შერჩევის კრიტერიუმების და თანადაფინანსების დოკუმენტის პრეზენტაცია.

საქართველოში მოღვაწე დიზაინრებმა საკუთარ ხედვები და საჭიროებები გაუზიარეს სააგენტოს წარმომადგენლებს.  შეხვედრის მიზანი ქართული პროდუქციის ექსპორტზე გატანის ხელშეწყობაა, რადგან აღნიშნული სექტორი საკმაოდ მნიშვნელოვანი ინდუსტრიაა ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის.

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ საქართველოს საექსპორტო პოტენციალის პოპულარიზაციას და ქართული პროდუქტების კონკურენტუნარიანობის გაზრდას საერთაშორისო ბაზრებზე, ქართული პროდუქტების ექსპორტის მოცულობის ზრდას და საქართველოს საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირებას უწყობს ხელს.

Businesspartner