ბიზნესი
24/07/2020
ქართული ტანსაცმლის ბრენდი "ლაკოაჟი" ექსპორტისთვის ემზადება
ქართული ტანსაცმლის ბრენდი, „ლაკოაჟი“ პროდუქციის ექსპორტისთვის ემზადება.
გერმანიასა და უკრაინაში მოლაპარაკებები პარტნიორებთან დასკვნით ეტაპზეა. საჭირო წარმადობაზე გასასვლელად კომპანიამ საწარმოს მშენებლობაც დაიწყო, რომელიც მომდევნო თვეში გაიხსნება.
ოკუპირებული ტერიტორიების თემატიკაზე შექმნილი ტანსაცმლის წარმოება ლაკოაჟის დამფუძნებელმა ერთ წელზე მეტია დაიწყო და ბრენდის შექმნაში ამ დრომდე საშუალოდ 50 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა.
„ლაკოაჟი“ 11 ადამიანს ასაქმებს. კომპანია ფეხის მოკიდებას ადგილობრივ ბაზარზეც ცდილობს და ონლაინ გაყიდვების შემდეგ, პირველი მაღაზიაც გაიხსნა.