ბიზნესი
16/02/2021

ქართული თაფლით იაპონიის შემდეგ დიდ ბრიტანეთში დაინტერესდნენ

ქართული თაფლით იაპონიის შემდეგ დიდ ბრიტანეთში დაინტერესდნენ. კომპანია „ჰობი“ მოლაპარაკებების დასკვნით ეტაპზეა და პროდუქციას ექსპორტზე სავარაუდოდ წელვე გაიტანს.

2020 წელს მწარმოებელმა საშუალოდ 10 ტონა თაფლი გადაამუშავა, თუმცა გაზრდილი მოთხოვნის ფონზე წელს წარმადობის გაორმაგებას გეგმავს.

როგორც "ბიზნესპარტნიორთან" "ჰობის" დამფუძნებელი მიხეილ ჭიღლაძე ამბობს, წელს კომპანია ქილასა და პაკეტში დაახლოებით 20-25 ტონა თაფლს ჩამოასხამს.

„ჰობის“ საწარმო ამ ეტაპზე იმერეთში მდებარეობს, თუმცა კომპანიამ უკვე შეიძინა ტერიტორია და ახალ ქარხანას ნატახტარში გახსნის. ამ დრომდე კომპანიას 250 ათას ლარამდე ინვესტიცია აქვს განხორციელებული, გაფართოებისთვის კი დამატებით, 350 000 ლარი დაიხარჯება.

კომპანია “ჰობი” ინოვაციური სტარტაპია, ის მომხმარებელს ნატურალურ თაფლს პრაქტიკულ შეფუთვაში სთავაზობს. პროდუქტი ყოველთვიურად მოწმდება და ენიჭება ხარისხის სერთიპიკატები.