ბიზნესი
09/05/2021

ქართული საექსპორტო ღვინოების შემოწმების პროცესში საერთაშორისო ორგანიზაციები ჩაერთვებიან

ქართული საექსპორტო ღვინის შემოწმების პროცესში  დამოუკიდებელი საერთაშორისო ორგანიზაციები ჩაერთვებიან.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, საუბარია ისეთ აუდიტორებზე, როგორიც არის ფრანგული Bureau Veritas- ან შვეიცარიული SGS -ი.

„ვგეგმავთ, აუდიტორის, მესამე ობიექტური პირის შემოყვანას ღვინის კომპანიების შემოწმების პროცესში და გარკვეული უფლებამოსილების მათზე დელეგირებას. შედეგად, კიდევ უფრო ობიექტური და  გამჭვირვალე გახდება საექსპორტო პროდუქციის ხარისხის კონტროლის პროცესი“, - განაცხადა   ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ლევან მეხუზლამ გადაცემაში „ბიზნეპარტნიორი“.

მისი თქმით, სახელმწიფო გეგმავს გაააქტიუროს ღვინის მწარმოებელთა შემოწმება და თუ პირველ კვარტალში 7 კომპანია შემოწმდა და  10 კომპანიაში განხორციელდა საინსპექციო კონტროლი, მეორე და შემდეგ კვარტალში შემოწმებული კომპანიების რაოდენობა გაორმაგდება და გასამმაგდება.

„ქართული ღვინის ხარისხი უმნიშვნელოვანესია ღვინის გლობალურ ბაზარზე დასამკვიდრებლად" - ამბობს მეხუზლა.

 

 

ფოტო: lux-review.com

Businesspartner