ბიზნესი
18/06/2020

ქართული რძის ფედერაცია არარეგისტრირებული საწარმოების წინააღმდეგ კამპანიას იწყებს

ქართული რძის ფედერაცია აქტიურ საინფორმაციო კამპანიას იწყებს. კამპანია არარეგისტრირებული საწარმოების საკითხის გარშემო დაიგეგმა.

პროექტში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროც ჩაერთვება და უახლოეს პერიოდში მხარეებს შორის მემორანდუმი გაფორმდება.

იდეა საქართველოს ბიზნესის ინსტიტუტს ეკუთვნის. მიზანი რძის სექტორში ჯანსაღი კონკურენტული გარემოს შექმნა და პროდუქციის ხარისხს გაზრდაა.

ორგანიზაციის ხელმძღვანელის განმარტებით, ვიდრე არარეგისტრირებული საწარმოებისთვის სანქციების დაწესება დაიწყება, აუცილებელია მათი სწორად ინფორმირება.

Businesspartner