ბიზნესი
20/10/2020
ქართული მატყლის ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი გაიზარდა
საქართველოდან მატყლის ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი გაიზარდა.
2020 წლის 8 თვეში ქვეყნიდან 138 000 დოლარის ნედლეული გავიდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თითქმის 120%-ით მეტია.
ექსპორტიდან მიღებული შემოსავლების ზრდის მიუხედავად, მეცხვარეთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ მატყლი, როგორც სარეალიზაციო პროდუქტი, მსოფლიო ბაზარზე სულ უფრო ნაკლებად მოთხოვნადია. ადგილობრივ ბაზარზე კი ერთი კილოგრამი მატყლის საშუალო ფასი 40 თეთრია.