ბიზნესი
25/01/2021

ქართული კომპანიის მობილურ თამაშებზე მოთხოვნა იზრდება - "სამბრელა" 20 ახალ თამაშს გამოუშვებს

2020 წელს მობილურ თამაშებში 2,7 მილიარდმა მომხმარებელმა დაახლოებით 77,2 მილიარდი დოლარი დახარჯა. კვლევა მობილური თამაშების ქართულმა კომპანიამ ჩაატარა. „სამბრელას“ ინფორმაციით, გლობალურმა პანდემიამ ყველა ბიზნეს ინდუსტრიის მსგავსად გავლენა მობილური თამაშების ინდუსტრიაზეც მოახდინა. აღნიშნულ ინდუსტრიაში HyperCasual თამაშების ჟანრმა, რომელიც პანდემიამდეც დომინირებდა გადმოწერების მაჩვენებლით ჩარტებში, მარტში 72%-იანი გლობალური ზრდა განიცადა.

COVID-19-მა აიძულა ადამიანები უფრო დიდი დრო გაეტარებინათ სახლში, შედეგად კი მობილური თამაშების გადმოწერების მაჩვენებელი გაიზარდა. 2019 წლის დეკემბრიდან 2020 წლის მარტამდე Hyper-Casual თამაშების გადმოწერების რაოდენობამ 108%-ით მოიმატა გლობალური მასშტაბით. ყველაზე დიდი ზრდის მაჩვენებელია ჩინეთში, სადაც 4 თვეში გადმომწერების რაოდენობა 3,5-ჯერ გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ გაიზარდა მობილური თამაშების ორგანული ტრაფიკი ზემოხსენებული ზრდის ტენდეციები ჩვენს თამაშებშიც შეინიშნება, რაზეც მათი ჩამოტვირთვების რაოდენობაც მეტყველებს. გადმოწერების ჯამურმა რაოდენობამ 200 000-ს გადააჭარბა, რის შედეგადაც "სამბრელამ" სხვადასხვა Game Publisher-ების ყურადღება მიიპყრო. მიმდინარე პერიოდში Hyper-Casual ჟანრის პოპულარობამ, რომელსაც Tap To Play თამაშებსაც უწოდებენ, პიკს მიაღწია. Pipe Runner-ის გადმოწერების რაოდენობა 2020 წელს მოსალოდნელზე მეტად გაიზარდა,“ - აცხადებენ "სამბრელაში".

მათივე ცნობით, დიდი პოპულარობით სარგებლობს Esports მობილური პლატფორმები, რომლებიც უზრუნველყოფენ IOS და Android მომხმარებლებისთვის სხვადასხვა მასშტაბის ტურნირების ჩატარებას.

„მსოფლიოს წამყვან მობილური თამაშების პლატფორმა Skillz-თან "სამბრელამ" 2020 წლის მეორე ნახევრიდან დაიწყო თანამშრომლობა, რომლისთვისაც შექმნა 21 Solitaire-Card Game-ის ტიპის თამაში, რომელიც Skillz-ის პლატფორმაზე დიდი პოპულარობით სარგებლობს. 21 Solitarie არის კლასიკური სოლიტერის და ბლექჯექის წესების ნაზავი. აქ შესაძლებელია სხვადასხვა ფასიან ტურნირებში ჩართვა, ადამიანების გამოწვევა მსოფლიოს მასშტაბით და რეალური ჯილდოს მიღება. თამაშის ორგანული გადმოწერების რაოდენობა ერთ თვეში 5000-ს მიუახლოვდა, საშუალოდ 1 მომხმარებელი დღეში 8.39 ფასიან ტურნირს თამაშობს, DAU/MAU შეფარდება 10.65%, P1 Retention კი 47%-ზე მეტი მობილური თამაშების ბაზარზე კონკურენცია ძალიან მაღალია,რადგანბევრი მობილური თამაშების დეველოპერი კომპანიაა. ამიტომ მნიშვნელოვანია დეველოპერებმა ყურადღება გაამახვილონ არსებულ ტრენდებზე და მუდმივად იზრუნონ მის შესაბამისად თამაშების განახლებაზე. მზარდმა მაჩვენებლებმა მათთვის ტრენდებზე სწრაფად რეაგირების აუცილებლობა გააჩინა, რის შედეგადაც ბაზარზე თამაშის დეველოპერებსა და ბაზრის ანალიტიკოსებზე მაღალი მოთხოვნა მივიღეთ. საბაზრო კონკურენციის ფონზე,ახალი და განსხვავებული პროდუქტის შეთავაზება საკმაოდ დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული შესაძლოა, ეს მიმდინარე პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა.

მიუხედავად ბაზარზე არსებული სირთულეებისა და გამოწვევებისა, „სამბრელა“ 2021 წელს 20 ახალ თამაშს გამოუშვებს, რაც წინა წელთან შედარებით თითქმის გაორმაგებული მაჩვენებელია. "სამბრელა" ბაზარზე ერთ წელზე მეტია გამოჩნდა და ძირითადად Hyper-Casual თამაშებზე მუშაობს. მის პორტფელში 15-მდე პროდუქტია.

 

Businesspartner