ბიზნესი
14/12/2022

ქართული  კომპანია "აგრომოტორსი" აზერბაიჯანში John Deere-ის ოფიციალური დილერი ხდება

ქართული კომპანია "აგრომოტორსი“ უკვე 9 წელია მსოფლიო აგრო ტექნიკის კომპანია John Deere-ის ოფიციალური დილერია საქართველოში. "აგრომოტორსი’’ საქმიანობას, საქართველოს საზღვრებს გარეთაც აფართოებს და აზერბაიჯანში "ჯონ დირი“-ს  დილერი ხდება.

"ცხრა წლის წინ, როცა დილერობა მივიღეთ "ჯონ დირისგან", ეს იყო საცდელი პროექტი ჩვენთვის. მთელი ეს პერიოდი "ჯონ დირი" გვაკვირდებოდა. ყოველი წელი იყო განვითრების და ზრდის. ბოლო სამი წლის განმავლობაში კომპანიის გაყიდვები 200 -300 %-ით  გაიზარდა.

"აგრომოტორსი“ აკმაყოფილებს ყველა მოთხოვნილ სტანდარტს, რაც გახდა საფუძველი იმისა , რომ აზერბაიჯანის ბაზარზე გაფართოების წინადადება მივიღეთ.

ჩვენი იდეაა საქრათველო გახდეს ჰაბი ,,ჯონდირისთვის’’ მთელ რეგიონში. ამ იდეამაც მოწონება დაიმსახურა და სწორედ, ამ მიმართულებით ვითარდებით ახლა’’-აცხადებს ,,აგრომოტორსი“-ს დამფუძნებელი აკაკი გოგსაძე.

John Deere თითქმის 2 საუკუნეა, რაც ლიდერია სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის წარმოებაში.