ბიზნესი
20/07/2020
ქართული ინფლუენსერ მარკეტინგის პლატფორმა უკრაინასა და ისრაელში გადის
ქართული ინფლუენსერ მარკეტინგის პლატფორმა უკრაინასა და ისრაელში გადის. echolize.com ამ ქვეყნებში მომსახურების დანერგვას მომავალი წლიდან გეგმავს.
პლატფორმა მარკეტერებსა და ინფლუენსერებს შორის ერთგვარ შუამავალს წარმოადგენს, რომლის დახმარებითაც, ონლაინ სივრცეში კრეატორებზე ნებისმიერი სტატისტიკური და პროფესიული ინფორმაციის მიღებაა შესაძლებელი.
„ექოლაიზ ქომ“ სტარტაპ „ინფლუენს ჯორჯიას“ პროდუქტია და ის ბაზარზე დაახლოებით ერთი კვირის წინ ჩაეშვა. ამ ეტაპზე სივრცე 70-მდე ინფლუენსერს აერთიანებს, თუმცა უახლოეს ექვს თვეში მათი რიცხვის 1000-მდე გაზრდა იგეგმება. "ინფლუენს ჯორჯიამ" სტარტაპზე მუშაობა 2018 წელს დაიწყო და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსგან 100,000 ლარიანი გრანტიც მოიპოვა.