ბიზნესი
10/12/2020

ქართული ბრენდი “პიელ ნატურალსი“ ახალი საწარმოს გახნას გეგმავს

პანდემიის მიუხედავად,მოვლის საშუალებების ქართული ბრენდი “პიელ ნატურალსი“ ახალი საწარმოს გახნას გეგმავს. მიზეზი კი არსებული მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილებაა.

როგორც „პიელ ნატურალსის“ დამფუძნებელი თათუკა ლომაძე აცხადებს, წელს კომპანიამ გაფართოებისთვის 200 000 ლარზე მეტის ინვესტირება მოახდინა და ჯამში 55-მდე გაიზარდა დასაქმებულთა რიცხვიც. დაწყებულია მუშაობა ახალი საექსპორტო ბაზრების მოძიებაზეც.

„პანდემიის გამო სახლში დარჩენის გამო უფრო მეტად იყო მომხმარებელი გააქტიურებული, უფრო მეტად მოხდა ინფორმაციის გავრცელება ჩვენს შემთვევაში, რამაც ხალხის აქტივობა უფრო მეტად გაზარდა. ჩვენს პროდუქციას ითხოვენ არამხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა წერტილებიდან გვაქვს შემოთავზებები“-აცხადებს ლომაძე.

მისივე განმარტებით, პანდემიის მიუხედავად, 2020  წელს მოვლის საშუალებების ქართულ ბრენდ “პიელ ნატურალსს“ გაყიდვები ხუთჯერ გაეზარდა.

 

Businesspartner