ბიზნესი
20/10/2022

ქართული ბრენდი “ნიკოლი“: მკერავების დეფიციტია, გამოსავალი საკუთარი კადრის გაზრდაა

საბავშვო ტანსაცმლის ქართული ბრენდის „ნიკოლი“  დამფუძნებელი ნიკა ნიკოლაიშვილი კადრების დეფიციტს კომპანიისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად აფასებს.

მისი განცხადებით,  კომპანიაში ამჟამად 35 ადამიანია დასაქმებული, თუმცა, მას შემდეგ წარმადობა გაიზრდება, ახალი კადრის აყვანა საკმაოდ  პრობლემური იქნება.

„კადრის მოძიების პროცესში მუდმივად ვართ. ამ პროცესში იკვეთება საქმის შესწავლის სურვილის მქონე ადამიანებიც. შესაბამისად, ერთადერთი გამოსავალი ალბათ საკუთარი კადრის თავად გაზრდაა. ამიტომ ვფიქრობთ, ეს სეგმენტიც ავითვისოდ,“-აცხადებს ნიკოლაიშვილი.

ბიზნესისთვის ასევე გამოწვევად რჩება შრომის ანაზღაურება, რომელმაც გაზრდილი ინფლაციის პირობებში მსყიდევლუნარობა დაკარგა. 

ამჟამად „ნიკოლი“ გაყიდვებს ონლაინ ახორციელებს, ასევე აქვს 3 მაღაზია, მათ შორის, 2 - თბილისში, 1 - ბათუმში.  ნიკოლაიშვილის ინფორმაციით, წლის ბოლომდე თბილისში კიდევ ერთი მაღაზიის გახსნა იგეგმება.

საბავშვო ტანსაცმლის ბრენდი „ნიკოლი“ 2017 წელს დაფუძნდა. კომპანიას პროდუქციის ექსპორტს საუდის არაბეთსა და იტალიაში ახორციელებს.

 

 

Businesspartner