ბიზნესი
18/01/2021

ქართულ პორტებს ტვირთბრუნვა შეუმცირდა

ქართულ პორტებში ტვირთბრუნვის კლებაა. 11 თვის მონაცემებით, საქართველოს ნავსადგურებში 15.5 მლნ ტონა ტვირთი გადამუშავდა, 0.3 მლნ ტონით ნაკლები 2019 წლის 11 თვესთან შედარებით.

ყველაზე დიდი კლება ფოთის პორტშია. საქართველოს უმსხვილეს პორტში ტვირთები 1.1 მლნ ტონით შემცირდა და იანვარ-ნოემბერში 6.8 მლნ ტონა შეადგინა.

ბათუმის პორტში ტვირთბრუნვა 0.2 მილიონი ტონით 3.2 მლნ-მდე გაიზარდა. ზრდაა ყულევისა და სუფსის ტერმინალებშიც. ყულევის ტერმინალში 1.6 მლნ ტონა ტვირთი გადამუშავდა (+0.2 მლნ), ხოლო სუფსის ტერმინალში ტვირთბრუნვის ზრდა 0.3 მლნ-ია, 3.8 მლნ ტონამდე.

2019 წლის რეკორდული ნიშნულის შემდეგ მკვეთრი კლებაა საკონტეინერო გადაზიდვებში. 11 თვეში პორტები 454 034 TEU კონტეინერს მოემსახურნენ. კლება 23%-ია. ფოთის პორტში 359 232 ერთეული კონტეინერი გადაამუშავეს, ხოლო ბათუმში 94 802 TEU. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023