ბიზნესი
28/07/2020

ქართულ პორტებს საკონტეინერო ტვირთბრუნვა შეუმცირდა

ქართულ პორტებს საკონტეინერო ტვირთბრუნვა შეუმცირდა. 

2020  წლის იანვარ-ივნისში, საქართველოს ნავსადგურებში ჯამურად 260 816 TEU კონტეინერი გადამუშავდა, წლიურ ჭრილში 8%-იანი კლებაა. კლება ძირითადად, ფოთის საზღვაო ნავსადგურს უკავშირდება.

გადამუშავებული კონტეინერები:

ბათუმი პორტი - 60 761  TEU (+38%)     

ფოთის პორტი - 200 055 TEU  (-17%)

2019 წელს საქართველოს ნავსადგურების ტვირთბრუნვა, განსაკუთრებით კონტეინერების გადამუშავების კუთხით, რეკორდულად მზარდი იყო. 2019 წელს ქართულმა ნავსადგურებმა 647 816 TEU ერთეული კონტეინერი გადაამუშავეს, წლიურად 43%-იანი ზრდა იყო.

 

Businesspartner