ქართულ ონლაინ პლატფორმა Phubber-ს შეკვეთები გაეზარდა
ქართულ ონლაინ პლატფორმა „ფაბერს“ კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო გატარებულმა ღონისძიებებმა, შეკვეთები გაუზარდა.
როგორც ფაბერის დამუძნებელმა გიორგი ჩუგოშვილმა ბიზნესპარტნიორთან აღნიშნა, კორონავირუსის საქართველოში გამოჩენის პირველ ეტაპზე სტარტაპს გაყიდვები შეუმცირდა, თუმცა სავაჭრო ობიექტების დახურვის ფონზე შეკვეთები იზრდება.
„თავდაპირველად შეკვეთები მნიშვნელოვნად შეგვიმცირდა, გამომდინარე იქიდან, რომ ალბათ მოსახლეობა პირველადი მოხმარების საქონელსა და მედიკამენტებზე კონცენტრირდა და ტანსაცმელზე ფულის დახარჯვისგან თავს იკავებდა. თუმცა მას შემდეგ, რაც დაიხურა სავაჭრო ცენტრები და მაღაზიები მოთხოვნა ჩვენს სერვისზე გაიზარდა,“ – განმარტავს გიორგი ჩუგოშვილი.
კორონავირუსის გავრცელების საფრთხის პრევენციის მიზნით, სოციალური შოპინგისთვის განკუთვნილი ციფრული პლატფორმა მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა. ამ ეტაპზე, ფაბერის ოფისში მხოლოდ ერთი თანამშრომელი მუშაობს, რომელიც ნივთების დეზინფექციას, შეფუთვასა და კურიერებისთვის მიწოდებას უზრუნველყოფს.
სტარტაპ გრაინდ თბილისის გამარჯვებული ციფრული პლატფორმა „ფაბერი“ ტანსაცმლის ყიდვა-გაყიდვის აპლიკაციაა, რომელიც რამდენიმე დეპარტამენტს მოიცავს და მომხმარებელს სხვადასხვა ბენეფიტს სთავაზობს.