ბიზნესი
24/09/2021

ქართულ ბაზარზე ბიზნეს სერვისების ამერიკული კომპანია Concentrix-ი შემოვიდა

ქართულ ბაზარზე უმსხვილესი ამერიკული ბიზნეს სერვისების კომპანია Concentrix-ი შემოვიდა.

როგორც ეკონომიკის მინისტრი ამერიკული კომპანიის შემოსვლასთან დაკავშირებით აცხადებს, ეს ფაქტი იმის დასტურია, რომ საქართველოში სულ უფრო მეტად ვითარდება ბიზნესსერვისების მიწოდების ინდუსტრია.

ნათია თურნავას თქმით, პირველი ასეთი მსხვილი გლობალური კომპანია, გერმანული „მეიჯორელი" იყო, რომელიც საქართველოში რამდენიმე წლის წინ შემოვიდა და უკვე დასაქმებული ჰყავს ათასზე მეტი ადამიანი.

„ბიზნეს სერვისების ინდუსტრიაში კომპანია Concentrix-ი მსოფლიოს ტოპ ხუთეულში შემავალი კომპანიაა, რომელიც 250 ათას ადამიანს ასაქმებს სხვადასხვა ქვეყნებში. ეს არის საკმაოდ გამოცდილი კომპანია, რომელიც ნიუ იორკის საფონდო ბირჟაზეა დალისტული. კომპანიამ უკვე დაიწყო საქართველოში თანამშრომლების აყვანა. დარწმუნებული ვართ, რომ საკმაოდ დიდ დასაქმების ცენტრს შექმნის ჩვენს ქვეყანაში და აქ დაფუძნებული ქოლ ცენტრებით, ონლაინ მომსახურების ცენტრებით მოემსახურება მთელ მსოფლიოში სხვადასხვა ინდუსტრიას", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

კომპანია Concentrix საქართველოში სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" ინვესტიციების მიმართულების მხარდაჭერით, შემოვიდა.

სააგენტოში განმარტავენ, რომ ბიზნეს პროცესების აუთსორსინგის (BPO) მიმართულებით პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა სსიპ-აწარმოე საქართველოში „Invest in Georgia"-ს 2020-2022 წლის სტრატეგიული მიზნების ნაწილია და სააგენტო აქტიურად მუშაობს ხსენებული მიმართულებით, როგორც კომპანიებთან პირდაპირი კომუნიკაციის, ასევე მარკეტინგის და გლობალურ დონეზე მნიშვნელოვან წყაროებში საქართველოს შესახებ ინფორმაციის ინტეგრირების კუთხით.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
04

13/08/2022
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
06

18/08/2020