ბიზნესი
28/12/2020

"ქართლი ტექსტილი" ჩვენი სააგენტოს მხარდაჭერით შექმნილი 2020 წლის ყველაზე მასშტაბური პროექტია"

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, რუსთავში, ახალი სამკერვალო საწარმო „ქართლი ტექსტილი“ გაიხსნა.

“4 000 ახალი სამუშაო ადგილი რუსთაველებისთვის - ეს არის 2020 წლის ყველაზე მასშტაბური პროექტი რომელიც ჩვენი სააგენტოს უშუალო მხარდაჭერით შეიქმნა,” - განაცხადა სააგენტოს დირექტორმა, მიხეილ ხიდურელმა.

სააგენტოს ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კომპონენტის ფარგლებში, კომპანიამ უახლესი ტექნოლოგიის დანადგარები შეიძენა, რაც მას საშუალებას მისცემს, ისეთ კომპანიებს, როგორებიცაა: Nike, Adidas, Puma, Lotto, Erima, Under Armour ეფექტური ტექნოლოგიით დამზადებული, მაღალხარისხიანი პროდუქცია მიაწოდოს. პროექტის ჯამური ინვესტიციის მოცულობა 20 მილიონ ლარს შეადგენს და საწარმოში 4 000-მდე ადგილობრივი ადამიანი დაასაქმდება, რომელთა 90 პროცენტი ქალია.

საწარმო - „ქართლი ტექსტილი“ ქართული ექსპორტიორი კომპანიის შპს „აჭარა ტექსტილი“-ს პროექტია, რომელიც 2008 წლიდან საფეიქრო მრეწველობის დარგში მოღვაწეობს. აღსანიშნავია, რომ კომპანიას, ქ. ბათუმში, ქ. ფოთში და ქობულეთს მუნიციპალიტეტ სოფელ ბობოყვათში არსებულ სამ სამკერვალო ქარხანაში დასაქმებული ყავს 3 500 საქართველოს მოქალაქე. კომპანია წლიურად 15 მლნ-ზე მეტი ერთეული პროდუქციის წარმოებასა და ექსპორტს ახორციელებს.

აღნიშნული საწარმო, ერთ-ერთი პირველია, რომელმაც პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ანტიკრიზისული გეგმის განახლებული პირობების ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერით ისარგებლა, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 3 წლის განმავლობაში პროცენტის თანადაფინანსებას სააგენტო განახორციელებს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
05

15/06/2022
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
06

19/05/2023