ბიზნესი
15/07/2020

კალმახის მწარმოებლებმა 2019 წელს ₾12.8 მლნ-ის შემოსავალი მიიღეს

კალმახის მწარმოებლებმა გასულ წელს 12.8 მლნ ლარის შემოსავალი მიიღეს.

საქსტატის ცნობით, აკვაკულტურის მეურნეობებში ყველაზე დიდი ოდენობით ორაგულისებრთა ჯიშის თევზს აწარმოებენ, რაც 2019 წელს 1339.8 ტონას შეადგენდა. ამ ჯგუფში 98.7 პროცენტით ცისარტყელა კალმახია წარმოდგენილი. 2019 წელს 1 კილოგრამი ცისარტყელა კალმახის საშუალო წლიური ფასი ფერმის კართან (მწარმოებლის ფასი) 9.6 ლარი იყო.

2019 წელს აკვაკულტურის მეურნეობებში წარმოებული თევზი წინა წელთან შედარებით 3.5%-ით იყო გაზრდილი და 2 464.7 ტონას შეადგენდა.

ორაგულისებრთა წარმოება 1 339.8 ტონა იყო, რაც 9.2 პროცენტით ჩამორჩება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებლს.

კობრისებრთა წარმოება 23.9 პროცენტითაა გაზრდილი და 1 012.7 ტონას შეადგენს.

წინა პერიოდთან შედარებით 29.7 პროცენტით გაიზარდა ზუთხისებრთა წარმოება და 97.3 ტონით განისაზღვრება.

ასევე, 13.5 პროცენტით გაზრდილია ლოქოსებრთა წარმოება და 14.3 ტონა შეადგინა.

ორაგულისებრთა წარმოებაში 98.7 პროცენტით ცისარტყელა კალმახია წარმოდგენილი. კობრისებრთა წარმოებაში კი 47.4 პროცენტი მოდის კობრისა და სარკისებური კობრის, 39.1 პროცენტი თეთრი და ჭრელი სქელშუბლას და 13.3 პროცენტი თეთრი ამურის წარმოებაზე.

აღსანიშნავია, რომ ყველაზე ძვირი  რუსული და ციმბირული ზუთხი ღირს. 1 კილოგრამის ფასი 24.9 ლარია, თუმცა ამ სახის თევზის წარმოება ჯერ კიდევ მცირე მოცულობითაა

2019 წელს 1 კილოგრამი  , კობრისა და სარკისებრი კობრის საშუალო წლიური ფასი ფერმის კართან (მწარმოებლის ფასი) იყო  7.8 ლარი, თეთრი ამურის - 6.3 ლარი, თეთრი და ჭრელი სქელშუბლას - 4.0 ლარი, რუსული და ციმბირული ზუთხის - 24.9 ლარი, ხოლო ევროპული ლოქოს - 16.1 ლარი.

2019 წლის ბოლოსათვის აკვაკულტურისათვის განკუთვნილ წყალსატევებში არსებული

თევზის საერთო მოცულობა შემცირებული იყო. 7.9 პროცენტით შემცირდა და 2 230.2 ტონით განისაზღვრა, აქედან კობრისებრთა ოჯახის წილი 57.2 პროცენტი იყო, ორაგულისებრთა ოჯახის - 24.4 პროცენტი, ზუთხისებრთა ოჯახის - 16.6 პროცენტი, ხოლო ლოქოსებრთა ოჯახის - 1.8 პროცენტი .

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023