ბიზნესი
04/02/2021

"კახურმა ტრადიციულმა მეღვინეობამ" ობლიგაციები გამოუშვა

კომპანიამ „კახური ტრადიციული მეღვინეობა“ (KTW) ობლიგაციები გამოუშვა და  საფონდო ბირჟის სავაჭრო სისტემაში განათავსა.

KTW-ს 10 მლნ დოლარის ობლიგაციები 2 წლიანია. ობლიგაციები დაშვებულია ბირჟის B კატეგორიის ლისტინგში. 

განთავსების აგენტი იყო "გალტ ენდ თაგარტი".

ობლიგაციების ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი (კუპონი) შეადგენს წლიურ 9%-ს, პროცენტის წელიწადში ოთხჯერ გადახდით.

ობლიგაციების დაფარვის ვადაა 2022 წლის 29 დეკემბერი ობლიგაციებს მიენიჭა სავაჭრო კოდი - $KTW01M.