ბიზნესი
10/06/2020

კახა კალაძე: თბილისის მეტროში კაბელების რეაბილიტაცია არ შეჩერებულა

კახა კალაძის თქმით, მეტროში ძალოვანი ელექტროსადენებისა და გამნიავებელი სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები, პანდემიის მიუხედავად, არ შეჩერებულა.

სამუშაოებს თურქული კომპანიების კონსორციუმი (Dogus და Elsitel) აზიის განვითარების ბანკის (ADB) მიერ „მუნიციპალური განვითარების ფონდისთვის“ გამოყოფილი დაფინანსების ფარგლებში ახორციელებს. პროექტის ღირებულება 15 მლნ დოლარია. 

„მეტროში მიმდინრე სამუშაოები მნიშვნელოვნია ქალაქისთვის, რადგან ყველაზე მეტი მგზავრი დღის განმავლობაში მეტროს გადაჰყავს. რაც მეტრო ფუნქციონირებს, მას შემდეგ, ძალოვანი კაბელებისა და ელექტროსისტემების ცვლილება არ მომხდარა. პროექტის განხორციელება შარშან დაიწყო. სამუშაოების ფარგლებში, უკვე დამონტაჟებულია, დაახლოებით, 500 კმ ძალოვანი და განათების კაბელი. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს ქვესადგურებში კაბელების მიერთება, რომელიც ხუთ მეტროსადგურში („ახმეტელი“, „სარაჯიშვილი“, „გურამიშვილი“, „სადგურის მოედანი“, „მარჯანიშვილი“) უკვე დასრულებულია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

კახა კალაძემ უსაფრთხოების მნიშვნელობაზე ისაუბრა. აღნშნა, რომ პარალელურად, მიმდინარეობს მეტროს ვაგონების მოდერნიზება. გამოცხადებულია საერთაშორისო ტენდერი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან თანამშრომლობით, მეტროს ახალი ვაგონების შესყიდვასთან დაკავშირებით. 

Businesspartner