"ჯინვენტორის" USB კაბელების საწარმო თებერვალიდან ამოქმედდება
"ჯინვენტორი" თებერვალში USB კაბელების საწარმოს აამოქმედებს. ადგილზე ყოველთვიურად საშუალოდ 200 000 ერთეული კაბელი დამზადდება.
როგორც "ბიზნესპარტნიორთან" კომპანიის დირექტორი ირაკლი ბურჭულაძე აღნიშნავს, "ჯინვენტორს" საწარმოს გახსნის სურვილი დიდი ხანია აქვს, თუმცა ბევრმა ფაქტორმა შეუშალა ხელი.
კაბელები როგორც iPhone-ის, ასევე Android-ის მომხრებლისთვის იქნება ხელმისაწვდომი. კომპანიამ ჩინეთიდან საქართველოში წარმოების გადმოსატანად დაახლოებით 0,5 მლნ ლარის ინვესტირება მოახდინა.
"საწარმოს საქართველოში გადმოტანის მთავარი მიზანი არის ის რომ ქვეყნის ეკონომიკაში ჩვენი წვლილი შევიტანოთ და ადგილობრივებისთვის მეტი სამუშაო ადგილი შევქმნათ," - განმარტავს ირაკლი ბურჭულაძე.
მისივე თქმით, პირველ ეტაპზეა გეგმაშია ადგილობრივი ბაზრის ათვისება, თუმცა მომავალში იგეგმება ექსპორტზე გასვლა. "მიუხედავად იმისა რომ ბაზარი დიდია, არსებობს კონკურენცია, თუმცა ადგილობრივი მომხმარებელი ჩვენს USB კაბელებს ირჩევენ და ამ გადაწყვეტილებით გვეხმარებიან," - განმარტავს ბურჭულაძე.
ამ ეტაპზე ქართული წარმოების USB კაბელები 200-მდე მაღაზიაში და რამდენიმე სავაჭრო ქსელშია ხელმისაწვდომი.
პროდუქცია სარეალიზაციოდ განთავსებულია Amazon-ზეც.