ბიზნესი
13/04/2023

"ჯეოსთილი" $15 მლნ-ის 2-წლიან ობლიგაციებს უშვებს

„ჯეოსთილი“ 15 მლნ დოლარის ობლიგაციების ემისიაზე აცხადებს. ფოლადის მწარმოებელი კომპანიის (წარმადობა :300 000 ტ Y.Y) ინფორმაციით, მოზიდული რესურსის რა მოცულობა დაიხარჯება რეფინანსირებაზე ან არსებული სასესხო ვალდებულებებიდან რომლის დასაფარად რამდენი მიემართება, ემისიამდე არ ზუსტდება.

მთლიანობაში ემიტენტი ობლიგაციების $30 მლნ-მდე შევსებას აპირებს, საიდანაც არსებული ვალდებულებების რეფინანსირებას დაახლოებით $20 მლნ მოხმარდება. ობლიგაციები, 2 ან რამდენიმე ემისიით, წარმოადგენს მდგრადობასთან დაკავშირებულ ფასიან ქაღალდს.

ჯეოსთილი ემისიით მიღებული წმინდა შემოსავლიდან $7.5 მლნ-ით პირდაპირი გლინვის კაპიტალური პროექტის დაფინანსებას გეგმავს. სამომავლო პროექტად (სრულდება 12/2024-ისთვის) განიხილება სისტემა, რომელიც იწვევს ცვლილებებს ფოლადის წარმოების პროცესში. გვერდს აუვლის გახურების ღუმელს და 75%-მდე დაზოგავს გაზის მოხმარებას.

ემიტენტი მოზიდული თანხის ნაწილს წელს დახარჯავს, შეაკეთებს ქარხნის მანქანა-დანადგარებს. დამატებითი საჭიროების შემთხვევაში $5-10 მლნ-ს საკრედიტო ხაზებით, ბანკებისგან დაიმატებს.

პირველი ემისიით მოზიდული სახსრების გამოყენება

 

პირდაპირი გლინვის კაპიტალური პროექტი

$2,500,000-მდე

Maintenance კაპიტალური

დანახარჯები

$2,500,000-მდე

არსებული ვალდებულებების რეფინანსირება

$10,000,000-მდე

აპრილში გამოსაშვები $15 მლნ -ის ობლიგაციები 2-წლიანია

                  

ობლიგაციების

 

ვალუტა

აშშ დოლარი

ნომინალი

$ 1 000

დაფარვის თარიღი

13.04.2025

კუპონი (სარგებელი)

8-9%

პირველი გადახდა

13.10.2023

საკრედიტო რეიტინგი

არ აქვს

წყარო: ჯეოსთილი

"ჯეოსთილმა" რუსთავში ფოლადის ქარხნის მშენებლობა 2007 წელს, პროდუქციის კომერციული გამოშვება კი 2010 წელს დაიწყო. JSW Steel Netherlands BV (JSW) და Georgian Steel Group Holding–ის (GSGH) ერთობლივი საწარმოს ინტერესებში ასევე შედის სამთო მრეწველობა, ენერგია, ცემენტი, სამშენებლო სფერო და ლოჯისტიკა.

Georgian Steel Group Holding-თან პარტნიორობამ კომპანიას მისცა შესაძლებლობა გამხდარიყო არმატურის უმსხვილესი მიმწოდებელი საქართველოში.

 ემინენტის ჯგუფის სტრუქტურა

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023