ბიზნესი
04/08/2020

"ჯეო ნატურალსის" "სადილი" ყაზახეთის ბაზარზე გამოჩნდება

ქართული მზა სადილი მომდევნო კვირიდან ყაზახეთში გაიყიდება. "ჯეო ნატურალსმა" მოლაპარაკებები პარტნიორებთან უკვე დაასრულა. პირველ ეტაპზე ყაზახეთში 8000 ქილა პროდუქტი გაიგზავნება, შემდგომში კი მოცულობები ეტაპობრივად გაიზრდება. 

გარდა ყაზახეთისა მოლაპარაკებები აქტიურად მიმდინარეობს კანადასთანაც.

"ჯეო ნატურალსი“ პროდუქციას დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში 2017 წლიდან აწარმოებს. „სადილის“ ბრენდის ქვეშ 11 სახეობის კონსერვი მზადდება.

საწარმოს საინვესტიციო ღირებულება საწყის ეტაპზე 300 000 დოლარი, იყო თუმცა საექსპორტო ბაზრის ათვისების შემდეგ კომპანიამ დამატებით 100 000 ლარის ინვესტიცია განაორციელა.

"ჯეო ნატურალსი“ ამ ეტაპზე 50-მდე ადამიანს ასაქმებს. საწარმო სახელმწიფოს საგრანტო კომპონენტის ბენეფიციარია.