ბიზნესი
11/06/2021

ჯაფარიძე ხუციშვილს: რას აპირებთ სახელმწიფო საწარმოების მომგებიანობის გასაუმჯობესებლად

„ლელო“ ფინანსთა მინისტრს სახელმწიფო საწარმოებში კადრების საკითხით დაინტერესებისკენ მოუწოდებს.

„თქვენ ბრძანეთ, რომ სახელმწიფო საწარმოებში მართვის ნაწილში რეფორმას განიხილავს, მე მინდა რეფორმა კადრების ნაწილში განიხილოთ, ბატონო მინისტრო, დაინტერესდეთ, რამდენი ყოფილი ჩინოვნიკია დანიშნული სახელმწიფო საწარმოებში, რა ანაზღაურებები აქვთ მათ. მე როგორც ვიცი, ეს არის უზარმაზარი, კატასტროფული ანაზღაურებები. ეს ხდება ჩვენს ხარჯზე, იმიტომ რომ სახელმწიფო საწარმოები ეკუთვნით მოქალაქეებს. რას აპირებთ, იმისათვის, რომ გააუმჯობესოთ სახელმწიფო საწარმოების მომგებიანობა?“, - მიმართა „ლელოს“ დამფუძნებელმა ბადრი ჯაფარიძემ ლაშა ხუციშვილს.

შეგახსენებთ, მთავრობა სახელმწიფო საწარმოებში რეფორმაზე მუშაობს.

 

Businesspartner