ბიზნესი
24/11/2020

იზოლაცია 4-ვარსკვლავიან სასტუმროში - რას სთავაზობს Iveria Inn Tbilisi მომხმარებელს

სასტუმროების მმართველმა კომპანია Inn Group-მა კორონავირუსთან დაკავშირებით ახალი კამპანია დაიწყო და მოქალაქეებს იზოლირების ალტერნატიულ საშუალება შესთავაზა.

როგორც Inn Group-ის აღმასრულებელი დირექტორი განმარტავს, კამპანიის "გაუფრთხილდით საყვარელი ადამიანების ჯანმრთელობას" ფარგლებში მომხმარებელს, რომელსაც COVID-ის ნიშნები გამოუვლინდა, ტესტის პასუხის გაგებამდე Inn Group-ის, თბილისის სასტუმრო Iveria Inn-ში განთავსება შეუძლია.

სასტუმროში 1 ღამით განთავსების ღირებულება 77 ლარია, ამ თანხაში შედის 3-ჯერადი კვება, კომფორტული გარემო და ექიმის მომსახურება.

ერეკლე კოკაიას განმარტებით, სერვისი იმ ადამიანებზეა გათვლილი, რომელთაც თვითიზოლაციაში გადასვლისთვის არ აქვთ ადგილი.

მისივე განმარტებით, მომხმარებელს სხვა სერვისის მიღებაც შეუძლია, კერძოდ, კლინიკა სთავაზობს ანალიზის ასაღებად ლაბორატორიის მომსახურებასაც სთავაზობს, ღირებულება 130 ლარია. "დადებითი პასუხის შემთხვევაში ინფიცირებული კოვიდსასტუმროში გადავა, უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, კი სრულ გამოჯანმრთელებამდე სასტუმროში დარჩენა ან სახლში დაბრუნდება შეუძლია“, – განმარტავს ერეკლე კოკაია.

Iveria Inn-ი 200 ნომრიანი სასტუმროა. სასტუმრო 2 ფლიგელად იყოფა. პირველ ფლიგელში განთავსდებიან ადამიანები, რომელთაც გარკვეული სიმპტომები აქვთ და არ იციან არიან ინფიცირებულები, თუ – არა.

მეორე ფლიგელს კი იმათ შესთავაზებენ, რომელთაც ოჯახის წევრებისგან გარიდება სჭირდებათ. "COVID-ით ხშირად მთელი ოჯახი ინფიცირდება და მხოლოდ ერთ, ან ორ წევრს არ აქვს დაავადება. ოჯახის ჯანმრთელი წევრი შეძლებს Inn Group-ის სასტუმროში გადმოსვლას", - განმარტავს Inn Group-ის აღმასრულებელი დირექტორი.