ბიზნესი
05/10/2020

იზი ჩარტერი: ტვირთების დიდი ნაწილი სახმელეთო და საზღვაო ტრანსპორტს ნელი ტემპით დაუბრუნდება

„იზი ჩარტერი“ საავიაციო სატვირთო გადაზიდვებზე მაღალი მოთხოვნის შენარჩუნებას მომავალი რამდენიმე წლის განმავლობაში ელის.

როგორც კომპანიის გენერალურმა დირექტორმა „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა, მაშინ როცა სამგზავრო თვითმფრინავები 80-90%-ით გაჩერებული იყო, სატვირთო თვითმფრინავები 100%-იანი დატვირთვით მუშაობდნენ.

„მეტსაც გეტყვით, ბევრმა სამგზავრო თვითმფრინავმა სავარძლები მოხსნა და სატვირთოდ გადააკეთა. პანდემიის საწყის პერიოდში ტვირთები ძალიან სპეციფიკური იყო, მეტი წილი ნიღბებსა და სამედიცინო საშუალებებზე მოდიოდა. იმედია, პანდემია მალე დასრულდება, მაგრამ, ვფიქრობთ, ეს ტენდენცია პანდემიის შემდეგაც შენარჩუნდება. ვფიქრობ, ტვირთების დიდი ნაწილი სახმელეთო და საზღვაო ტრანსპორტს ძალიან ნელი ტემპით დაუბრუნდება,“-განაცხადა რატი ძერიამ.

მისივე ინფორმაციით, „იზი ჩარტერმა“ სამ თვეში 118 სატვირთო ავიარეისი შეასრულა.

„ტვირთები სხვადასხვა ქვეყანაში გადაგვაქვს. ჩვენი ძირითადი მიმართულებებია: აზია, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის ქვეყნები. მათ შორის, ავღანეთი ერაყი, ქუვეითი, რამდენიმე ჰუმანიტარულ რეისს მალიში და კონგოშიც ახლო მომავალში შევასრულებთ. მინდა ვთქვა, რომ იმდენად ამოუწურავი ბაზარია, კიდევ რამდენიმე თვითმფრინავი რომ გვყავდეს მოთხოვნას მაინც ვერ დავაკმაყოფილებთ,“ - განაცხადა რატი ძერიამ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
04

18/08/2020
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
06

13/08/2022