„იზი ჩარტერი“ ახალი სატვირთო თვითმფრინავის შეძენას ვერ ახერხებს
„იზი ჩარტერი“ ახალი თვითმფრინავის შეძენას ვერ ახერხებს. კომპანიის გეგმებში წლის ბოლოსთვის ახალი სატვირთო თვითმფრინავის შეძენა იყო, თუმცა როგორც „იზი ჩარტერის“ დირექტორი განმარტავს, პანდემიამ ეს გეგმები ჩაშალა.
რატი ძერიას განმარტებით, ბაზარზე სატვირთო თვითმფრინავების პოვნა გართულებულია, მნiშვნელოვნად არის გაზრდილი სარეალიზაციო ფასიც.
„ნამდვილად არ ვაპირებთ ერთ თვითმფრინავზე გაჩერებას. წლის მეორე ნახევარში დაგეგმილი იყო მეორე თვითმფრინავის შეძენა, მაგრამ პანდემიამ დიდი დაღი დაასვა ჩვენს გეგმებს. ამ ეტაპზე შეუძლებელია თვითმფრინავის ყიდვა. არავინ ყიდის უბრალოდ. ყველას ჭირდება. არ შეგვიჩერებია ძებნა,“ - განაცხადა რატი ძერიამ.
მისივე განმარტებით, ამ ეტაპზე ძალიან რთულია იმის თქმა რა თანხის ინვესტიციის განხორციელება მოუწევს კომპანიას ახალი თვითმფრინავის შესაძენად.
„სატვირთო გადაზიდვებზე მოთხოვნის ზრდამ თავისთავად თვითმფრინავებზეც გაზარდა მოთხოვნა. თვითმფრინავების ფასი არანორმალურად არის გაძვირებული. რაც შეეხება ტიპს, იგივე იქნება Airbus A 300, რომელსაც 40 ტონა ტვირთის გადაზიდვა შეუძლია. დაახლოებით 4-4.5 საათი ფრენისას. ჩვენი მიზანი ამ 40 ტონიანი ავიაგადაზიდვების ნიშის დაკავებაა, რომელიც რეგიონში ნამდვილად თავისუფალია,“ - აღნიშნა რატი ძერიამ.