ბიზნესი
02/10/2020

ივენთ სააგენტო M Prof–ი - Yes-Georgia-ს დახმარებით შექმნილი ბიზნესი

ივენთ სააგენტო M Prof–ი აჭარაში ივენთ ინდუსტრიის ერთ-ერთი გამორჩეული კომპანიაა.

მისი დამფუძნებელი მერი ნამგალაძეა, რომელმაც საკუთარი სახსრებით შეიმუშავა ლოგო, მოაწესრიგა ფორმალური საკითხები და მწირი ბიუჯეტით შეიძინა სადღესასწაულო აქსესუარები.

მერი ნამგალაძის თქმით, ბევრი მცდელობის, დახარჯული მოტივაციის და მრავალფეროვანი ექსპერიმენტების მიუხედავად, მცირე ბიუჯეტით წინსვლა ვერ მოახერხა, თუმცა საკუთარი ქორწილის შემდეგ, მიხვდა რა ესაჭიროებოდა ბაზარს, ეს იყო - ღონისძიებების ორგანიზატორი.

როგორც თავად ამბობს, აღმოჩნდა, რომ აჭარის რეგიონში ღონისძიებების ორგანიზატორი, როგორც პროფესია არც თუ ისე აღიარებულია.

სწორედ ამიტომ, გადაწყვიტა ემოქმედა თანამედროვე ივენთ ინდუსტრიის სტანდარტების შესაბამისად ამ სფეროს განვითარება საკუთარი კომპანიით დაეწყო. ამ მიზნით მოხვდა მერი მეწარმეთა სკოლაში. მისი თქმით, სკოლაში ასწავლეს როგორ ხდება ბაზარზე თავის დამკვიდრება და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გაუწიეს ფინანსური დახმარება და მისცეს განვითარების შანსი.

“მოხარული ვარ, რომ არსებობს Yes-Georgia-ს მსგავსი პროექტები, რადგან ისინი ეხმარებიან ახალგაზრდებს, მათი პატარა ოცნებები, სურვილები და მისწრაფებები რეალობად აქციონ და გახდნენ პროფესიულად და ეკონომიკურად ძლიერი. სააგენტო M Prof–ი უკვე აქტიურად ჩაერთო ივენთ ინდუსტრიაში და ვგეგმავთ განვავითაროთ და მოთხოვნადი გავხადოთ ღონისძიებების ორგანიზატორის პროფესია აჭარის რეგიონში. ჩემი მიზანია, აჭარის რეგიონს ვაჩვენოთ, რომ ყველა პროცესს სჭირდება მართვა, რათა იგი იყოს იდეალური და სწორედ ამისთვის არსებობენ ღონისძიების ორგანიზატორები,“ – აღნიშნავს სააგენტოს დამფუძნებელი.

Businesspartner