ბიზნესი
17/03/2020
ივა ჭყონია სებ-ს ჩარევისკენ მოუწოდებს
საქართველოს დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ეროვნულ ბანკს ინტერვენციების განხორციელებისკენ მოუწოდებს.
გადაცემა ბიზნესპარტნიორში ივა ჭყონიამ განაცხადა, რომ ამ სიტუაციაში თუ ეროვნული ბანკი არ ჩაერია და ინტერვენციები არ განახორციელა ქვეყანა მიიღებს იგივეს, რაც 2019 წელს – გაძვირებულ დოლარს და მაღალ ინფლაციას და 2020 წელს ის გაცილებით მაღალი იქნება ვიდრე 2019-ში.
“ამიტომ ეროვნულმა ბანკმა უნდა გამოიჩინოს კეთილგონიერება, ეს არის ისტერია, რომელიც ჩაცხრება, მაგრამ $1/₾3,20 კურსის პირობებში როდესაც იყიდის იმპორტიორი პროდუქციას, შემდეგ რომ ჩამოვიდეს $1/₾2-ზეც, ის იძულებული იქნება იმ კურსზე დათვლილი ფასით გაყიდოს პროდუქცია”, – განმარტავს ჭყონია.