ბიზნესი
17/03/2020

ივა ჭყონია: მაღაზიებში საკმარისი მარაგია და მიწოდების პრობლემა არ იქნება

დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ივა ჭყონიამ ბაზარზე პროდუქტის საკმარის მარაგებზე აცხადებს.

მისი თქმითმ უსაფუძვლოა ის აჟიოტაჟი, რომელიც სოციალურ ქსელშია შექმნილი.

„როგორც დედაქალაქის მაღაზიებში, ასევე რეგიონებშიც მარაგები არის საკმარისი და მიწოდების პრობლემა არ იქნება. ამიტომ მოსახლეობას მოვუწოდებ, არ მიეცნენ არანაირ პანკას, პანიკის საფუძველი ზუსტად რაც არის ახლა და პანიკაში ნაყიდი პროდუქცია იწვევს იმას, რაც ხდება ეროვნულ ვალუტასთან დაკავშირებით – ეს გაუფასურება უფრო მეტად დაარტყამს გრძელვადიან პერსპექტივაში ჩვენს ქვეყანას, ვიდრე ის, რაც დღეს ხდება – პანიკურ სიტუაციაში პირველადი მოხმარების პროდუქციის შეძენა. დამერწმუნეთ, რომ მარაგები საკმარისზე მეტია, და დეფიციტი არცერთი კუთხით არ შეიქმნება. არანაირი საფრთხე დეფიციტის შექმნის, განსაკუთრებით პირველადი მოხმარების პროდუქციის, ამ ეტაპზე არ არსებობს“, – აღნიშნა ივა ჭყონიამ.

Businesspartner