ბიზნესი
26/01/2021

ისთ ფოინთი:ელექტრონულ პლატფორმაზე პერსონალური ინფორმაციის ატვირთვის უფლება არ გვაქვს

„ისთ ფოინთის“ მარკეტინგის სამსახურის უფროსი თეიკო ლომინაძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ ამ ეტაპზე არ არსებობს შესაბამისი ბრძანება, რომელიც ადასტურებს, რომ 1-ელი თებერვლიდან სავაჭრო ცენტრები იხსნებიან. შესაბამისად, სპეციალურად შექმნილ ელექტრონულ პლატფორმაზე მათ პერსონალური ინფორმაციის ატვირთვის უფლება არ აქვთ.

„ამას ვაკეთებთ ჩვენთვის სატესტოდ, რადგან რეალურად კანონი გამოცემული არ არის, რომლის მიხედვითაც 1-ელ თებერვალს უნდა გავიხსნათ. შესაბამისად, პერსონალური ინფორმაციის ატვირთვის და გასაჯაროების უფლება არ გვაქვს. ამ პორტალთან მიმართებაში ჯერ კომენტარს ვერ გავაკეთებ, რადგან ოფიციალურად არ ვმუშაობთ, არ გვაქვს უფლება, სხვა კომპანიას გამოვართვათ ადამიანების პერსონალური ინფორმაცია და საჯაროდ ავტვირთოთ. გაურკვეველ მდგომარეობაში ვართ.

ვიცით მხოლოდ სატელევიზიო განცხადება, მაგრამ ყველა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორი და ა.შ. გვთხოვს, რის საფუძველზე რა უნდა გავაკეთოთ. მაგალითად, რის საფუძველზეა ტესტირება, არ ვიცი“, - აცხადებს თეიკო ლომინაძე.

შეგახსენებთ, 22 იანვარს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გაკეთდა განცხადება, რომლის თანახმადაც 1-ელი თებერვლიდან სავაჭრო ცენტრები იხსნებიან. გახსნის წინაპირობა კი, თანამშრომლებიც კოვიდტესტირებაა. ამისთვის შეიქმნა სპეციალური პლატფორმა, სადაც სავაჭრო ობიექტების წარმომადგენლებმა მუშაობის განსახლების მიზნით რეგისტრაცია უნდა გაიარონ. ამ პლატფორმაზე უნდა განათავსოს ბიზნესმა ინფორმაცია, რომელიც თანამშრომლების ტესტირებას ეხება.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
05

19/05/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
06

15/06/2022