ბიზნესი
18/12/2020

ისთ ფოინთი: ნათია თურნავას მოლების მუშაობაზე შემუშავებულ გეგმავს წარვუდგენთ

ტექნო პარკში ნათია თურნავასა და რითეილ სექტორის წარმომადგენლებს შორის  შეხვედრა სამუშაო ფორმატში მიმდინარეობს.

კერძო სექტორი თურნავასთან კონკრეტული გეგმით მივიდა, თუ როგორ წარმოუდგენიათ მათ 24 დეკემბრიდან გახსნის შემთხვევაში, მომხმარებელთა ნაკადების მართვა. შეგახსენებთ, რომ ნათია თურნავამ გუშინ განაცხადა, რომ ის ბიზნესისგან სწორედ ნაკადების მართვასთან დაკავშირებით ხედვას ელის.

შეხვედრის დაწყებამდე, "ისთ ფოინთის" მარკეტინგის ხელმძღვანელმა "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა, რომ მათ შეიმუშავეს დამატებითი მექნიზმები, რათა სრული რეკომენდაციების დაცვით მოხდეს ვაჭრობის პროცესის მართვა.

"ჩვენ გავაცნობთ თურნავას ჩვენს ხედვას და წარვუდგენთ იმ მექანიზმს, რომელიც შევიმუშავეთ. ძნელია პროგნოზირება, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს მთავრობა. ვიმედოვნებ, მათთვის მისაღები იქნება ის დამატებითი მექანიზმი, რაც ჩვენ შევიმუშავეთ და რომელიც მოქალაქეების ნაკადის მაქსიმალურად მართვას გულისხმობს. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ამ მექანიზმის ეფექტიანი მართვა ჩვენ არა მხოლოდ 24 დეკემბრიდან შეგვეძლება, არამედ მზად ვართ გახსნისთვის, თუნდაც ხვალიდან“- განაცხადა „ისთ ფოინთის“ მარკეტინგის ხელმძღვანელმა თეიკო ლომინაძემ.

ბიზნესი იმედოვნებს, რომ მთავრობა შუალედურ გადაწყვეტილებას მიიღებს და მოლებს, რომელთაც საკმაოდ დიდი ფინანსური ხარჯი გასწიეს, საშუალება მიეცემათ გაიხსნან 24 დეკემბრიდან, როგორც ეს დაანონსებული იყო

Businesspartner