ბიზნესი
27/11/2020

იპოთეკურ სესხებზე მოთხოვნა შემცირდა

იპოთეკური სესხები უარყოფით ტრენდს აჩვენებს.

თიბისი კაპიტალის მონაცემებით, ახალი გაცემული იპოთეკური სესხები 1-23 ნოემბერში
წლიურად 22%-ით არის შემცირებული.

6 ივლისიდან გაცემულ გაცემულ იპოთეკურ სესხებში სუბსიდირების პროგრამის ბენეფიციართა წილი 34.3%-ია, +0.4 პპ წინა კვირასთან შედარებით.

19 ნოემბრის მონაცემებით, თბილისში ბინების გაყიდვების რეგისტრაციის 7-დღიანი საშუალოდ წლიური ცვლილება უარყოფით ნიშნულზეა და -1% შეადგინა.