იპოთეკის სუბსიდირება გაყიდვებს 10%-ით წაახალისებს - თიბისის მოლოდინი
თიბისი კაპიტალის გათვალებით, იპოთეკური სესხების სუბსიდირების წმინდა ეფექტი უძრავი ქონების ბაზარზე გაყიდვებს დაახლოებით 10%-ით წაახალისებს.
"იპოთეკის პროცენტის 70 მლნ ლარით 5 წლის მანძილზე სუბსიდირება დაახ. 450მლნ ლარის იპოთეკის გაცემას უწყობს ხელს. ამასთან მოსალოდნელია ბენეფიციარებს შორის მოხვდნენ მოხმარებლები, ვინც ისედაც აპირებდა ბინის შეძენას", - აღნიშნულია კვლევაში.
საინვესტიციო ბანკი აღნიშნავს, რომ ქვეყნების შედარების ჭრილში საშუალო იპოთეკის განაკვეთსა და იპოთეკა/მშპ შეფარდებას შორის საპირისპირო ურთიერთობაა, საქართველოში იპოთეკური სესხების ფარდობა მშპ-სთან ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დაბალია. იქვე მითითებულია, რომ საქართველოში იპოთეკის ზრდას და იპოთეკის პროცენტის კლებას შორის მნიშვნელოვანი ისტორიული ურთიერთდამოკიდებულებაა.
მაისში 434 მლნ ლარის მოცულობის დეველოპმენტის სექტორის მხარდაჭერის სახელმწიფო გეგმა დაანონსდა:
• 70 მლნ ლარი: 200,000 ლარამდე ახალი ბინის შეძენისას 5 წლის მანძილზე იპოთეკური სესხის 4%-ის სუბსიდირება
• 14 მლნ ლარი: 5 წლის მანძილზე სახელმწიფო გარანტია იპოთეკური სესხების 20%-ის ოდენობით, 200,000 ლარამდე სესხებზე, არანაკლებ 10% თანამონაწილეობით
• 150 მლნ ლარი: დევნილი ოჯახებისთვის საცხოვრებელი უძრავი ქონების შესყიდვას
• 200 მლნ ლარი: საცხოვრებელი უძრავი ქონების პროექტის დასრულების გარანტია, ფართის <30%-ზე, არარეალიზებული
ფართის 3 წლის მანძილზე შესყიდვის პირობით