ინვესტორთა საბჭო: ვიმსჯელეთ რა დამატებითი ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას ბიზნესის მხარდასაჭერად
ინვესტორთა საბჭოს სხდომები ინტენსიურად ჩატარდება - გადაწყვეტილება ამის შესახებ საბჭოს მე-4 სხდომაზე მიიღეს, მიზანი კი პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის დროულად და ეფექტურად დაძლევაა.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, სხდომაზე არსებული გამოწვევები, პანდემიით გამოწვეულ კრიზისთან რეაგირების პროცესში გადადგმული ნაბიჯები შეაჯამეს, ასევე განიხილეს 2021-2022 წლების სამოქმედო გეგმა. იმსჯელეს, თუ რა დამატებითი ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას ბიზნესის მხარდასაჭერად კრიზისულ პერიოდში.
საბჭოს წევრებმა ასევე განიხილეს საქართველოს მთავრობის ვაქცინაციის გეგმა.
სხდომაზე გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის პირობებში, მთავრობისთვის განსაკუთრებით პრიორიტეტულია სამუშაო ადგილების დაცვა, ინვესტორებისა და ადგილობრივი მწარმოებლების ხელშეწყობა. შეხვედრის მონაწილეებს ასევე მისასალმებელი სიტყვით მიმართა გაერთიანებული სამეფოს ელჩმა მარკ კლეიტონმა.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს პანდემიით გამოწვეულ კრიზისთან რეაგირების პროცესში გადადგმულ ნაბიჯებზე და ითქვა, რომ მთავრობასა და ბიზნესს შორის კომუნიკაცია, 2021 წელსაც აქტიურად გაგრძელდება. ისაუბრეს ეკონომიკის გახსნაზე, შეზღუდვების მოხსნის პროცესის დაწყებასა და პოსტპანდემიური ეკონომიკური გეგმის განხორციელებაზე და იმ კონკრეტულ ნაბიჯებზე, რასაც მთავრობა ამ მიმართულებით 2021 წელს გადადგამს.