ბიზნესი
27/10/2020

"ინექს გრუპს" ამანათების გადაზიდვის მოცულობა გაეზარდა

გადამზიდავ კომპანიებში ამანათების მოცულობა გაიზარდა.

როგორც „ინექს გრუპის“ გენერალური დირექტორი „ბიზნესპარტნიორთან“ განმარტავს, კომპანიაში გადაზიდვების მოცულობამ დაახლოებით 15%-ით მოიმატა.

"ჩვენი კომპანია ყოველთვიურად დაახლოებით 300 ტონა ამანათის საქართველოში ჩამოტანას უზრუნველყოფს. პანდემიამდე ეს მაჩვენებელი 250 ტონამდე იყო. განსაკუთრებით გაზრდილია პერსონალური ამანათების მოცულობა. პანდემიამდე ემიგრანტები რაღაც პერიოდულობით ახერხებდნენ საქართველოში ჩამოსვლას და თავადვე ჩამოჰქონდათ ტვირთი, რეგულარული ფრენების აკრძალვის გამო კი ძირითადად გადამზიდავი კომპანიების საშუალებით ახერხებენ ამას,“ - განაცხადა გიორგი კაპანაძემ.

მისივე განმარტებით, სახმელეთო გადაზიდვების მიმართულებით პრობლემა არ არსებობს და ტვირთების გადაზიდვა შეფერხებების გარეშე მიმდინარეობს.

„სატრანსპორტო შეფერხება იყო მხოლოდ პანდემიის დასაწყისში. მაისის შემდეგ ეს საკითხი უკვე დარეგულირებულია. ტრაილერის მძღოლებს უტარდებათ ტესტირება, გართულებებს არც მომვალში ველოდებით,“ - განმარტა კაპანაძემ.