ბიზნესი
25/11/2020

Impact Hub Tbilisi ყველაზე რეკომენდებულ ჰაბად დასახელდა

Impact Hub Tbilisi ყველაზე რეკომენდებულ ჰაბად დასახელდა.

კონკურსი Impact Hub-ის გლობალურმა ქსელმა მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში არსებულ 100-ზე მეტ კონკურსანტს შორის ჩაატარა.

ტიტულის მინიჭება ხმის მიცემის პრინციპით ხდებოდა, რის შედეგედაც Impact Hub Tbilisi-მა საერთო ხმების 90% მიიღო.

პლატფორმა საქართველოს ბაზარზე 4 წელია არსებობს და მომხმარებლს საერთო სამუშაო სივრცესა და გამოცდილების გაზიარებას სთავაზობს. გარდა ამისა, Impact Hub Tbilisi სოციალური მეწარმეობის პოპულარიზაციისთვის სხვადასხვა პროექტს ახორციელებს.

Businesspartner