ბიზნესი
16/03/2020

იმედის მომცემი გადაწყვეტილება – კაფე-ბარები იჯარის გადასახადისგან გათავისუფლებაზე

დახურვის პირას მყოფი კაფეებისა და ბარებისთვის გადაწყვეტილება დროული და იმედისმომცემია, – ასე აფასებს კერძო სექტორი თბილისის მერიის გადაწყვეტილებას იჯარის გადასახადისგან გათავისუფლების თაობაზე.

მათი განმარტებით, სიტუცია კრიზისულია, თუმცა ერთობლივი მუშაობით გამოწვევასთან გამკლავება შესაძლებელია.

შეგახსენებთ თბილისის მერიის გადაწყვეტილებით 2020 წლის გადასახადისგან გათავისუფლდება ის ბიზნესი, რომელთაც თბილისის მუნიციპალიტეტისგან კაფეებისა და ბარების მოსაწყობად ფართი იჯარით აქვთ აღებული. შეღავათი დაახლოებით 200-ამდე ღია კაფე ბარზე გავრცელდება.

Businesspartner