ბიზნესი
26/01/2023

"იგოეთის" სუნელები რამდენიმე თვეში ექსპორტზეც გაიყიდება

კასპში წარმოებული სუნელები რამდენიმე თვეში შესაძლოა აშშ-ის, იაპონიის, ნიდერლანდებისა და ყაზახეთის ბაზარზეც გაიყიდოს. 

სუნელების მწარმოებელი კომპანია "იგოეთის"  კომერციული დირექტორის ვაჟა ილურიძის განცხადებით, ექსპორტის დაწყება მიმდინარე წლის პირველ ნახევარშია დაგეგმილი. 

„სუნელების საწარმო კერძო ინვესტიციით შეიქმნა, რაც ძალიან კარგი მაგალითია და ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ქვეყანაში შექმნილი ბიზნესგარემო წარმოების დაწყების და გაფართოების საშუალებას იძლევა. გარდა ამისა, სახელმწიფოს მიერ ბაზრების დივერსიფიკაციის მიმართულებით განხორციელებული აქტიური ქმედებების შედეგად, მეწარმეებს საშუალება აქვთ, პრაქტიკულად მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში განახორციელონ ექსპორტი.

 „იგოეთის“ სუნელების საწარმოში წარმოებული პროდუქცია აკმაყოფილებს საერთაშორისო უვნებლობის სტანდარტებს, აკმაყოფილებს, როგორც ხარისხობრივი მაჩვენებლებით, ისე შეფუთვით. მსგავსი საწარმოების შეექმნა არის შედეგი ის პოლიტიკის, რასაც სახელმწიფო აგროწარმოების მიმართულებით ახორციელებს“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილე გიორგი ხანიშვილმა, რომელიც კომპანიის საქმიანობას ადგილზე გაეცნო.  

შპს „იგოეთის“ საწარმო, რომელიც  2020 წელს პანდემიის პერიოდში შეიქმნა, 18 დასახელების სუნელს აწარმოებს, საიდანაც 12 დასახელება საკმაზია. საწარმოში დანერგილია  საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემა (HACCP). პროდუქციის შეძენა შესაძლებელია ადგილობრივ ბაზარზე, ქსელურ სუპერმარკეტებში.