IDS ბორჯომი, ბაკურიანში 2023 წლის ფრისტაილის, სნოუბორდის და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატის მხარდამჭერია
24 იანვარს, სასტუმრო „პულმანში,“ კომპანია IDS ბორჯომი თბილისსა და საქართველოს სათხილამურო ფედერაციას შორის, პარტნიორობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმის თანახმად, ქართული მინერალური წყალი „ბორჯომი“, დაბა ბაკურიანში დაგეგმილი ფრისტაილის, სნოუბორდისა და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატის სპონსორი იქნება.
აღსანიშნავია, რომ სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის, ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ლიმიტირებული შეფუთვით შეიქმნა.
თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს ხელი, საქართველოს სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტმა - ზურაბ კოსტავამ და კომპანია IDS ბორჯომი თბილისის გენერალურმა დირექტორმა - გიორგი ერაძემ მოაწერეს.
IDS ბორჯომი თბილისის გენერალური დირექტორის გიორგი ერაძე: „სათხილამურო სპორტის გულშემატკივრები წლებია მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადებიან. გვიხარია, რომ ამ დიდი სპორტული მოვლენის ნაწილი ჩვენც ვიქნებით. „ბორჯომი“ არის ქართული სპორტის გულშემატკივარი და ჩვენთვის პატივია რომ წლების განმავლობაში ვიყავით - სათხილამურო ფედერაციის მხარდამჭერი. წელს ზამთრის სპორტისთვის და მისი გულშემატკივრებისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი წელია, ამიტომ წარმატებას ვუსურვებთ ამ ტურნირს და განსაკუთრებით ვგულშემატკივრობთ მონაწილეებს, რომლებიც ამ ჩემპიონატზე ჩვენს ქვეყანას წარმოადგენენ.“
საქართველოს სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტი ზურაბ კოსტავა: „მოხარული ვარ, რომ ამ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი მოვლენის - ბაკურიანი 2023-ის პარტნიორების სიას მინერალური წყალი „ბორჯომიც" შემოუერთდა. საქართველოს სათხილამურო ფედერაციას და „ბორჯომს“ წლების თანამშრომლობა აკავშირებს და დარწმუნებული ვარ, მსოფლიო ჩემპიონატის ფარგლებშიც ეს პარტნიორობა წარმატებული იქნება."
შეგახსენებთ, მინერალური წყალი „ბორჯომი“ საქართველოს სათხილამურო ფედერაციის მხარდამჭერი წლების განმავლობაში იყო. ეს თანამშრომლობა ბაკურიანში დაგეგმილი მსოფლიო ჩემპიონატის ფარგლებში განახლდება.
ბაკურიანში ფრისტაილის, სნოუბორდის და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატი 16 თებერვალს დაიწყება და 5 მარტს დასრულდება.