
ICR ჯგუფი "სპარპიერას" ფილიალს ზუგდიდში 30 ოქტომბერს გახსნის
ICR ჯგუფი ფეხსაცმელების ახალი ბრენდის, „სკარპიერას“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს და მეხუთე ფილიალს ზუგდიდში ხსნის.
როგორც „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე კახა ხაზარაძემ განუცხადა, 30 ოქტომბერს,“ზუგდიდი მოლი“ იხსნება, სადაც „სკარპიერას“ მაღაზია გაიხსნება. ამ დროისთვის ICR ჯგუფს "სკარპიერა" 4 მაღაზიას აერთიანებს (3-თბილისში, 1 - ბათუმში).
დაგეგმილია ქსელის კიდევ გაფართოება, თუმცა, სად იქნება კონკეტული ლოკაცია, ხაზარაძე ამ ეტაპზე ვერ საუბრობს.
შეგახსენებთ, ბრენდი მამაკაცის და ქალის ფეხსაცმლის ახალ ხაზს აერთიანებს. „სკარპიერას“ შექმნაში დაახლოებით $500 000-ის ინვესტიცია განხორციელდა.
პროდუქცია ბაზარზე 2022 წლის მარტში გამოვიდა და ICR ჯგუფის მიერვე დაფუძნებულ „სკარპიერას“ მაღაზიათა ქსელში იყიდება.
„პროდუქცია ძირითადად აღმოსავლეთ ევროპაში (ბულგარეთი, რუმინეთი, უნგრეთი) იწარმოება, დიზაინს კი ჩვენ ვქმნით, თუმცა, ეს Made in Georgia არ არის,“ - აცხადებს ხაზარაძე.
ფეხსაცმელების საშუალო ფასი 70 აშშ დოლარია.
ICR ჯგუფი საცალო ბიზნესის სფეროში საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომპანიაა. ჯგუფმა ოპერირება ქართულ ბაზარზე 1993 წელს დაიწყო. ჯგუფი აერთიანებს ფეხსაცმლის, ტანსაცმლის, აქსესუარების, ავეჯის საერთაშორისო ბრენდებსა და კვების ობიექტებს.
მათ შორის, ICR ჯგუფი აერთიანებს ფეხსაცმლის ისეთ ბრენდებს, როგორებიცაა: "ჯეოქსი" (იტალია), "ეკკო" (დანია), "ბატა" (იტალია), "ბამბინო" (წარმოადგენს ისეთი ცნობილი ევროპული ბრენდების საბავშვო ფეხსაცმლის ხაზებს, როგორებიცააა: "ეკკო","ჯეოქსი","ბატა", "ნატურინო", "სტარი" და სხვა), "ლაბორატორია ფეხსაცმლის გალერეა (მაღაზიაში წარმოდგენილი ბრენდებია: Paul Smith, Emporio Armani, Bikkembergs, Pollini, Premiata, Rick Owens, Philippe Model,Paciotti, Dries Van Noten, Richmond, SGL, Marni, Maison Margiela, Hotto და სხვა.), "კორსო იტალია", "ავ-ლაბი" ("ბატას" ჯგუფის წევრი).