ბიზნესი
30/08/2023

ICR ჯგუფი საქართველოში იტალიურ ბრენდ REPLAY-ს მაღაზიას მარტში გახსნის

ICR ჯგუფმა საქართველოში იტალიური ბრენდის REPLAY-ს შემოყვანა მარტამდე გადადო. 

როგორც კომპანიის სამეთვალურეო საბჭოს თავმჯდომარემ კახა ხაზარაძემ „ბიზნესპარტნიორთან“ განმარტა, ბრენდის ქვეყანაში დაბრუნება მიმდინარნე წლის აგვისტოში უნდა მომხდარიყო, თუმცა, ლოკაციის მოძიება გაჭიანურდა. 

მისი ინფორმაციით,ამ დროისთვის კონტრაქტი უკვე გაფორმებულია, მოძიებულია ტერიტორიაც.

„ლოკაციის შეთანახმება ბრენდთან ხდება,საბოლოოდ მივაღწიეთ შეთანხმებას, შევჯერდით კონკრეტულ ადგილზე, თუმცა, კონკრეტულად სად გაიხსნება პირველი მაღაზია, ამას ამ ეტაპზე კონფიდენციალურად დავიტოვებ. გეტყვით, რომ თბილისი იქნება. 

ეს არის „დიზელის“ კონკურენტი ბრენდი. დასაწყისში ერთ კომპანიაში მოიაზრებოდა, თუმცა შემდეგ მოხდა გაყოფა. Replay თავის დროზე იყო საქართველოში წარმოდგენილი, დაახლოებით ათი წლის წინ, თუმცა ბაზრიდან გავიდა და ახლა  ჩვენ ამ ბრენდს უკან ვაბრუნებთ,“-განმარტა კახა ხაზარაძემ.

მისივე თქმით, ბრენდთან დადებული ხელშეკრულებით, კომპანია ICR ჯგუფს აქვს ვალდებულება საქართველოში 3 წლის განმავლობაში Replay-ს ბრენდის სამი მაღაზია გახსნას. აქედან დიდი ალბათობით, 2 -თბილისში იქნება, 1 - ბათუმში.   

ICR ჯგუფი საცალო ბიზნესის სფეროში საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომპანიაა. ჯგუფმა ოპერირება ქართულ ბაზარზე 1993 წელს დაიწყო. ჯგუფი აერთიანებს ფეხსაცმლის, ტანსაცმლის, აქსესუარების, ავეჯის საერთაშორისო ბრენდებსა და კვების ობიექტებს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
03

19/05/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
05

25/03/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
06

15/06/2022