ბიზნესი
24/06/2021

“იაფი ავიარეისების დანიშვნამდე მოლოდინებზე საუბარი აბსურდია“ - Tsangala's Wine Shop & Bar-ი

Tsangala's Wine Shop & Bar-ი, რომელიც პანდემიიის გამო რამდენიმე თვე დახურული იყო,დღეს მუშაობას მინიმალურ მოგებაზე მაინც ახერხებს.როგორც ბარის მფლობელმა ოთო ტაბატაძემ „ბიზნესპარტნიორთან“ განაცხადა, დღეს კომპანიას შემოსავლები პანდემიამდელ მაჩვენებელთან შედარებით დაახლოებით 30%-ით შემცირებული აქვს.

„მთავრობის გადაწყვეტილებით,მას შემდეგ, რაც გადაადგილებაზე შეზღუდვა მოიხსნება, შეგვიძლია მხოლოდ 00:00  საათამდე მუშაობა. კარგი იქნებოდა, უფრო დიდხანს მუშაობის შესაძლებლობა გვქონოდა,მაგრამ რაც იყო იმას სჯობს.ხალხი დადის, აქტივობა არის, თუმცა, ისეთი არა, როგორც ეს პანდემიამდე იყო,“-აცხადებს ტაბატაძე.

ტაბატაძე აცხადებს, რომ პანდემიამდეც და ახლაც ბარის სტუმრების 90%-ს უცხოელი ტურისტები წარმოადგენს.

„რა მოლოდინიც გვქონდა, ის მართლდება. მაისის ბოლოს გავხსენით ბარი, ჩვენი მოლოდინი და გეგმა იყო, რომ გახსნის შემდეგ გარკვეული პერიოდი კომპანია თვითირებულებაზე იმუშავებდა, ანუ თავის თავს შეინახავდა. ასეც მოხდა.არ მგონია, რომ ივლისი-აგვისტო ივნისზე უკეთესი იყო. შეიძლება შემოსავლები უფრო შემცირდეს. სანამ ფრენები არ აღდგება, ვიდრე იაფი ავიარეისები არ დაინიშნება და ტურისტების დიდი ნაკადი არ შემოვა, მოლოდინებზე საუბარი აბსურდია,“-აცხადებს ტაბატაძე.

Tsangala's Wine Shop & Bar-ის ხელმძღვანელი იმედოვნებს, რომ მას შემდეგ რაც პანდემია დასრულდება, კახეთში, კომპანიის საკუთრებაში არსბეულ სასტუმროს და რესტორანს გააფართებს.

ტაბატაძე და აღნიშნავს, რომ  Tsangala's Wine Shop & Bar-ში  300-ზე მეტი დასახელების ღვინოა წარმოდგენილი. კომპანია 70 მარანთან თანამშრომლობს.